საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15-16 მაისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

მომდევნო დღეებში  არამდგრადი ამინდი იქნება.
„17-18 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა +23, +26 გრადუსამდე დაიკლებს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები