ტიკარაძე: თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ვაქცინაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება.
„თებერვლის თვეში, როდესაც პირველი კოვიდინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ადგილზე შეეძლო პაციენტების მომსახურება და დიაგნოზის დადგენა, ჰქონდა თუ არა პაციენტს კოვიდინფექცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩართულნი ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არის მოწოდებული და იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ამ ვაქცინაციის პროცესშიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს“, – განაცხადა ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას.