ფულადი გზავნილები უცხოეთიდან 42 %-ით შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტად, 62 %-ით ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან შემცირდა. 28 %-ითაა შემცირებული ფულადი გზავნილები იტალიიდან. ფულადი გზავნილების 38 %-იანი კლება დაფიქსირდა საბერძნეთიდან. 34 %-ით არის შემცირებილი გზავნილები აშშ-დან. 60%-ით შემცირებულია ფულადი გზავნილები ესპანეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები