პოლიცია ბოლნისში, სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები ამოქმედდა.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინე პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.