სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ 129 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 129 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამ დროითვის, 18 პირი იმყოფება.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობითვე, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 179 პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 920 პირს მოეხსნა.

რაც შეეხება ჯარიმებს – 14 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ერთი პირი დაჯარიმდა, ხოლო საზოგადოებრივ სივრცეში სამზე მეტი პირის თავშეყრის წესის დარღვევისთვის 12 მოქალაქე დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები