საქსტატი: ექსპორტი 11.9 %-ით, იმპორტი კი 11.8 %-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტმა 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტმა 2 462.2 მლნ. აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები) შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები