რომელი ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება ყველაზე მატად – რა ელის საქართველოსა და მის სამეზობლოს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, მიმდინარე წელს კორონავირუსი პანდემიით გამოწვეული სირთულეები საქართველოს მშპ-ს 5.5 %-ით შეამცირებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ 2021 წელს ვითარება კარდინალურად შეიცვლება და საქართველოს ეკონომიკა ახლა უკვე 5.5 %-ით გაიზდება.
სომხეთი: მოსალოდნელია მშპ-ის 3.5%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 5.5%-ით გაიზრდება;
აზერბაიჯანი: მოსალოდნელია მშპ-ის 3%-იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 3%-ით გაიზრდება;
რუსეთი: მოსალოდნელია მშპ-ის 4.5% -იანი კლება, 2021 წელს მაჩვენებელი 4 %-ით გაიზრდება;
თურქეთი: მოსალოდნელია მშპ-ის 3.5 %-იანი კლება,2021 წელს მაჩვენებელი 6 %-ით გაიზრდება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაზე მთავარ ნეგატიურ გავლენას ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის კლება გამოიწვევს.