საქართველო ოლიმპიადაზე საკონსულოს წარმომადგენელს მიავლენს

   საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების მიზნით, შვეიცარიის ინტერესთა სექციის ფარგლებში, საკონსულოს წარმომადგენელს მიავლენს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, საფრანგეთისა და თუნდაც ბრიტანეთის მსგავსად, ქართული მხარე უსაფრთხოების ზომებს ვერ მიიღებს.
“უსაფრთხოების კომპონენტი – უშუალოდ ჩვენ ვერ ვიყოთ ჩართული, შეზღუდულია, თუმცა ორგანიზატორების გვაქვს რწმუნება, რომ ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებას არანაირი საფრახე არ ემუქრება. ჩვენ სოჭში, შვეიცარიის ინტერესთა სექციის ფარგლებში, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს მივავლენთ, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დარჩება სოჭში, მისი ქმედებები ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისი იქნება. ტერიტორიულად ის იქნება შვეიცარიის სექციის ტერიტორიაზე, რადგან შვეიცარია ჩვენი ინტერესების სექციაა რუსეთში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საკონსულოს წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს, რომლის საშუალებითაც მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები