„სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სჯობს, ჩაეჭიდოს თუნდაც ამ პოზიციას, წონადი და საკვანძო გახადოს, ვიდრე ელოდოს, როდის მიიწვევენ რაიმე თანამდებობაზე” – ბელკოვსკი

„სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სჯობს, ჩაეჭიდოს თუნდაც ამ პოზიციას, წონადი და საკვანძო გახადოს, ვიდრე ელოდოს, როდის მიიწვევენ რაიმე თანამდებობაზე”, – ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი, სტანისლავ ბელკოვსკი „ამერიკის ხმის“ სიუჟეტში, კითხვაზე პასუხად – რატომ დასჭირდა პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილის დიდ პოლიტიკაში მობრუნება და რას ელის ამ დაბრუნებიდან თავად სააკაშვილი, რომელმაც ვიცე-პრემიერობის ნაცვლად რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მიიღო.
როგორც ბელკოვსკი აღნიშნავს, სააკაშვილს ესმის, რომ მეტნაკლებად ცნობადი, თუმცა ფორმალურად არც ისე მნიშვნელოვან პოსტზე უარის თქმით, ის დიდ პოლიტიკაში მორიგი დაბრუნების შესაძლებლობას საერთოდ დაკარგავდა. მისივე თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი საკუთარი ცნობიერებით ახალგაზრდა პოლიტიკოსებიდან ამოვარდა.
„ის ასაკით, რა თქმა უნდა, ახალგაზრდაა, თუმცა ჩანს, რომ ფსიქოლოგიურად – ვეღარ. ნათელია, რომ სააკაშვილი ფიქრობს საკუთარ მომავალზე. მას ესმის, რომ ახლა მეტნაკლებად ცნობადი, თუმცა ფორმალურად არც ისე მნიშვნელოვან პოსტზე უარის თქმით, ის დიდ პოლიტიკაში მორიგი დაბრუნების შესაძლებლობას საერთოდ დაკარგავდა. დრო მიდის, სააკაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ იგი უკვე მოხუცი და გამოცდილი ადამიანია. ანუ იგი საკუთარი ცნობიერებით ახალგაზრდა პოლიტიკოსებიდან ამოვარდა. ის ასაკით რა თქმა უნდა ახალგაზრდაა, თუმცა, ჩანს რომ ფსიქოლოგიურად ვეღარ. მოცდის პერიოდს, რაც საქართველოს პრეზიდენტობიდან წავიდა, იგი არც ისე იოლად ერევა. ანუ ის მიიჩნევს, რომ სჯობს, ჩაეჭიდოს თუნდაც ამ პოზიციას, წონადი და საკვანძო გახადოს, ვიდრე ელოდოს, როდის მიიწვევენ რაიმე თანამდებობაზე“, – აცხადებს ბელკოვსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები