ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ოჯახების წევრებმა პრემიერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 3 268 ადამიანის ოჯახების წევრებმა პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მოსარჩელეების ინტერესებს უზენაეს სასამართლოში 11 ადვოკატი დაიცავს.

El Mundo-ს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მეორე პალატაში სარჩელი მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობის წინააღმდეგ არის მიმართული, “ჯერ კიდევ დაუზუსტებელი დანაშაულებების გამო, რომლებმაც, სერიოზული უგუნურებით, ადამიანების სიკვდილი გამოიწვია”, რადგან მათი მოქმედებით თუ უმოქმედობით ეპიდემიის გავრცელება გახდა დასაშვები.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში შევიდეს ისეთი დანაშაულიც, რომელიც დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს და შესაძლოა, სხვა რანგის ჩინოვნიკებზეც გავრცელდეს.

გარდაცვლილთა ნათესავები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ადამიანების ჯანმრთელობაზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა, რადგან, ინფექციის გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში მარტის დასაწყისში აქციები და მანიფესტაციები იმართებოდა, რამაც ვირუსის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები