კორონავირუსით ინფიცირებულმა პესკოვმა პუტინთან ბოლო კონტაქტზე ისაუბრა
კორონავირუსით ინფიცირებული, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მას ვლადიმერ პუტინთან უკანასკნელი კონტაქტი ერთი თვის წინ ჰქონდა.
ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ვირუსით პესკოვის მეუღლე, რუსი მოციგურავე ტატიანა ნავკაც არის დაავადებული.
როგორც მან მედიას განუცხადა, მეუღლესთან ერთად მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და “ყველაფერი კარგად არის”. მისი თქმით, ბოლო ორი დღეა, მისი სისხლის ანალიზი და ტემპერატურა ნორმალიზებულია.
COVID-19-ით პესკოვის ინფიცირების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.