იტალიაში 18 მაისიდან რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება

იტალიაში, საკარანტინე ზომების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, 18 მაისიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები და სილამაზის სალონები.

Ansa-ს ინფორმაციით, რეგიონალურ მთავრობებს მიანიჭეს უფლებამოსილება, ბიზნესს შეზღუდვები მოხსნან, რაც 1-ელი ივნისიდან უნდა დაწყებულიყო.

ასევე, 18 მაისიდან მუშაობას განაახლებენ საცალო მოვაჭრეები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები.

ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც რეგიონული ლიდერების მხრიდან მოხდა ზეწოლა და მათ ეკონომიკის ინდივიდური გეგმის შემუშავება შესთავაზეს.

გახსნამდე, უნდა მოხდეს საჭირო ზომების მიღება.

რესტორნებმა მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა უზრუნველყონ, ასევე, შენობების ყოველდღიური დეზინფიცირება გახდება სავალდებულო,  მიმტანებმა ნიღბები და ხელთათმანები უნდა ატარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები