ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

ჭიათურაში მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი თხელიძის ქუჩაზე სანაპირო ზოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ასევე, კეთილმოეწყობა მთლიანი ზოლი, მათ შორის, გათვალისწინებულია ახალი ტროტუარის გაკეთება და საყრდენი კედლების აღდგენა.
მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
სანაპიროს რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბ.ლ.გრუპ” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 642 721 ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები