რუსუდან თევზაძე: ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი გახლავთ სახე იმისა, თუ როგორი უნდა იყოს უკიდურესად მორალდაკარგული, უთავმოყვარეო და მატყუარა ადამიანი

“ადამიანი, რომელიც ვერა და ვერ შეეგუა რეალობას! და საქართველოში „წარმატებულ“ გამოცდილებას, კვლავ უტიფრად იმეორებს და უკრაინასაც წამლავს არაეთიკური და პოლიტიკურ კულტურას აცდენილი თამაშის წესებით”, – ასე ეხმაურება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.

მისი თქმით, სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ცრუა, რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი პლატფორმა და ის, საბოლოოდ, კრახისთვისაა განწირული.

“ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ მიშა სააკაშვილი გახლავთ სახე იმისა, თუ როგორი უნდა იყოს უკიდურესად მორალდაკარგული, უთავმოყვარეო და მატყუარა ადამიანი.
ადამიანი, რომელიც ვერა და ვერ შეეგუა რეალობასა და საქართველოში „წარმატებულ“ გამოცდილებას, კვლავ უტიფრად იმეორებს და უკრაინასაც წამლავს არაეთიკური და პოლიტიკურ კულტურას აცდენილი თამაშის წესებით.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს უკრაინის ხელისუფალის გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ ბევრი ვერაფერი მიიღო ბატონმა სააკაშვილმა, მაგრამ მისი პერსონიდან გამომდინარე ესეც საკმარისია, რომ მან მოახერხოს უკრაინის მოსახლეობისათვის სოციალური უსაფრთხოების კონტექსტში გარკვეული რყევების გამოწვევა.

სააკაშვილის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, სრულად დაარღვია სიტყვა „მოქალაქის“ რეალური ფენომენი.

ისევე, როგორც „ცრუ ურბანიზაცია“, რომელიც დროსა და სივრცეში დაუგეგმავი, ხელოვნური ფაქტორების შედეგია და შესაბამისად ის ძალიან ნეგატიურად აისახება სახელმწიფოს განვითარებაზე, მიშას უკრაინის მოქალაქეობაც ცრუა, რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი პლატფორმადა ის, საბოლოოდ, კრახისთვისაა განწირული, მაგრამ ყველაზე სამწუხარო და სავალალო ისაა, რომ სააკაშვილი არის თავად ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გარკვეული პერიოდით უკრაინის მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების რისკების გააქტიურება.

სწორედ ამიტომაა გაუგებარი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თუნდაც მოკლე დროით რატომ გაიმეტა საკუთარი ხალხი და „დაავირუსა“ სოციალური უსაფრთხოება, რომლის გამოჯანმრთელობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების ვექტორი”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები