საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 ინფიცირებული პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 9 ინფიცირებული პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 297 მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ათი პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
​კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4702, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები