კახა კუჭავა: რამდენიმე წელიწადში განახლებულ და უნიკალური, ენდემური ჯიშებით გაცოცხლებულ მთაწმინდის ფერდობებს ვიხილავთ

“რამდენიმე წელიწადში განახლებულ და უნიკალური, ენდემური ჯიშებით გაცოცხლებულ მთაწმინდის ფერდობებს ვიხილავთ”, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ფასდაუდებელია ის მონაწილეობა, რომელსაც ფონდი „ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ამ უნიკალური ადგილების აღსადგენად.

“ტყის მასივი, რომელიც მთაწმინდის ფერდობებზეა, სავალალო მდგომარეობაშია. მან თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურა და საჭიროებდა კარგ გეგმას, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო ეს ყველაფერი. დროის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფინანსური მხრდაჭერა, რომელიც ესაჭიროება მსგავს დიდ პროექტებს, რათა განვახორციელოთ ზუსტად იმ სტანდარტებში, რომელსაც თბილისის მსგავსი ღირშესანიშნაობა იმსახურებს. ამიტომ, ფასდაუდებელია ის მონაწილეობა, რომელსაც ფონდი „ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ამ უნიკალური ადგილების აღსადგენად, რომელიც თბილისის სიმბოლოს წარმოადგენს და რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი როგორც თბილისელებისთვის, ისე – თბილისში ვიზიტორებისთვის. რამდენიმე წელიწადში განახლებულ და მართლაც უნიკალური, ენდემური ჯიშებით გაცოცხლებულ მთაწმინდის ფერდობებს ვიხილავთ”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები