ჭიათურის სოფელ ქვაციხეში საბავშვო ბაღი აშენდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე  გრძელდება მუშაობა, რაც ​ კორონავირუსის გავრცელებამდე იყო დაგეგმილი და დაწყებული. სოფელ ქვაციხეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესი ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძე დაათვალიერა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

“50 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ახალი ბაღი სამი სოფლის: ქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება. მშენებლობა 2020 წლის ოქტომბრამდე დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 419 320 ლარს შეადგენს. დღესვე, ჭიათურის მერმა სოფელ საკურწეში შიდა საუბნო გზის დასრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა. სოფელში ეკლესიამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მობეტონდა 1000 კვადრატული მეტრი. პროექტის განსახორციელებლად 48 000 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები