საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.​
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4702 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები