“15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, პირველი ივლისიდან კი უცხოელი ტურისტების მიღებისთვის მზად იქნება”

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის. ამის შესახებ მან ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ივლისიდან  საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, პირველი ივლისიდან კი საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები