თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება

თელავის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე #5, #7 და #9 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“პროექტის ღირებულება  1 102 000 ლარია. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბკ კონსტრაქშენ,, ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები