ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტის საშიშროება არ ყოფილა და არც დღეს დგას

“პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ ყოფილა და არც დღეს დგას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს შესყიდვების სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

„დღესდღეობით საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების საკმარისი რაოდენობაა. გარკვეული პროტოკოლები გვაქვს შემუშავებული, როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პერსონალისთვის გაცემული საშუალებების, ასევე, საავადმყოფოებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული აღჭურვილობების ხარჯვის აღწერა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი შესყიდვების სამსახური აგრძელებს მუშაობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული გვაქვს ის რაოდენობები, რაც შეიძლება, დაგვჭირდეს ინფექციის მართვის სრულ პერიოდზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად შევიძინოთ  დაცვის ეს საშუალებები, რათა არ მოხდეს ქვეყანაში მათი დეფიციტი. თუმცა ამის საშიშროება არც ყოფილა და არც დღესდღეობით არ დგას”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები