სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ქართული ოცნების” ამბროლაურის ორგანიზაციაც შეუერთდა

სისხლის უანგარო დონაციიის აქციას პარტია” ქართული ოცნების “ამბროლაურის ორგანიზაციაც შეუერთდა. აქცია ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდების “გაიღე სისხლი, გადამარჩინე სიცოცხლე” – ფარგლებში მიმდინარეობს.
სისხლის უანგარო დონაციიის აქციას ამბროლაურის მერიის, საკრებულოს თანამშრომლები პარტია “ქართული ოცნების” “ადგილობრივ წევრებთან, აქტივისტებსა და მოხალისეებთან ერთად შეუერთდნენ.

პროცესს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული –  არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერი – ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძე ადგილზე გაეცნენ და აქციას შეუერთდნენ.

როგორც ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, სისხლის უანგარო დონაციიის აქციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პარტია” ქართული ოცნების “ადგილობრივ ი ორგანიზაცია აქტიურად შეუერთდა და აქციაში 70-მდე დონორი მიიღებს მონაწილეობას.

“ამბროლაურის მერიის საკონფერენციო დარბაზში აქცია- “გაიღე სისხლი გადაარჩინა სიცოცხლე” მიმდინარეობს, რომელშიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები და პარტიის წევრები იღებენ მონაწილეობას. 70-მდე მსურველი უკვე არის და დაინტერესებულთა რიცხვი იზრდება. მოვუნოდებთ ყველას, მიიღონ აქციაში მონაწილეობა, რათა ერთად გადავარჩინოთ ადამიანები”, – განაცხადა ამბროლაურის მერმა.

მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე განმარტავს, რომ სისხლის უანგარო დონაციიის აქციამ ონის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩაიარა და ახლა ამბროლაურში გრძელდება.

“როგორც იცით, აქციის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა და ამ წამოწყებას მყისიერად გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.  აქციაში ჩართულია საკრებულოს, მერიის თანამშრომლები, პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივი აქტივისტები, მოხალისეები. მნიშვნელოვანია, რომ აქციაში მონაწილე ადამიანებს გვეძლევა შანსი, გადავარჩინოთ სხვების სიცოცხლე. სასიხარულოა, რომ ამბროლაურში მეტი აქტივობაა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ როცა მხარის სხვა მუნიციპალიტეტებში გადავინაცვლებთ, იქაც ბევრი მსურველი შემოგვიერთდება”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები