ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკის ადმიმისტრაციის ცნობით, გამოკვლეულთა შორის იყო 80 მედიკოსი – ზუგდიდისა და წალენჯიხის 112-ის ფილიალებიდან, ასევე, დევნილთა პოლიკლინიკიდან.

სხვა 16 პაციენტის ანალიზები ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში საკარანტინე სივრციდან და “ცხელების ცენტრებიდან” აიღეს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 4 მაისის მონაცემებით, 135 ბიოლოგიური მასალა შემოწმდა. დარჩენილ 35 პაციენტის კვლევა დღეს დილიდან განახლდა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, ტარდება PCR კვლევები კოვიდ 19-ზე. გამოკვლეულია 300-მდე პირი. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია.

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს საკარანტინე ზონებში მყოფი ადამიანები, ასევე, ე.წ.  ცხელების კლინიკების პაციენტები და მედიკოსები.

ლაბორატორია სრული დატვირთვით კვლავ განაგრძობს მუშაობას და, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტესტირება ჯარისკაცებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები