იმერეთში, სასტუმრო „პრომეთეში“ მოწყობილი საკარანტინე სივრცე 34-მა ადამიანმა დატოვა

იმერეთში, სასტუმრო “პრომეთეში” მოწყობილი საკარანტინე სივრცე 34-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ტურიზმის სამსახური ავრცელებს.  ცენტრის უფროსის, ტატო ლილუაშვილის განმარტებით, სასტუმროში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

“სასტუმრო “პრომეთეში” მყოფი მოქალაქეები 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ. თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ, საკარანტინე ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა”, – განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.

კარანტინში მყოფთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4919 ადამიანი იმყოფება, რომელიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინე სივრცეებში არის განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 12974 ადამიანს დაუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები