სოლომონ პავლიაშვილი: ახალციხის აგრარული ბაზარი გახსნისთვის მზადაა, თუმცა ადმინისტრაციასთან გარკვეული ტიპის შენიშვნები კვლავ არის

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის სავაჭრო ცენტრს განმეორებით დღეს ეწვია. მისი თქმით, ბაზარი გახსნისთვის მზადაა, თუმცა გარკვეული ტიპის შენიშვნები ადმინისტრაციასთან მაინც აქვს.

ახალციხის სავაჭრო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, გარდა კვირა დღისა. ადმინისტრაციის თქმით, წინასწარი პრევენციის მიზნით, კვირა დღეს ბაზარი არ იმუშავებს და მას დეზინფექცია ჩაუტარდება.

“გახსოვთ, მარტში რა ამბები მოხდა? კვირა დღეს ხალხი მოგვაწყდა და შედეგად ჩვენც დავჯარიმდით. ახლა კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კვირას აღარ გავხსნათ, რადგან ხალხის მასის კონტროლი შეიძლება, ვეღარ შევძლოთ”, –  თქვა ვახტანგ ქართველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი საპარკინგე ზონა მოეწყო. გარდა ამისა, ბაზრის ორივე შესასვლელში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ბაზრის თანამშრომლები მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ და ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ.

ცნობისთვის, ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა პირბადის გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები