ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.

“2013 წლიდან ქვეყანაში სიღარიბე უკიდურესად გაიზარდა, მათ შორის, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში, ბავშვებსა და პენსიონერებში. ამ დროს კი “ქართული ოცნების” ხელისუფლება ე.წ. დახმარების პაკეტიდან თანხებს პარტაქტივისა და მათთან აფილირებული ბიზნესმენების გასამდიდრებლად იყენებს. ამ გეგმაში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული პენსიონერებისთვის, 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის, 165 ათასი სოცდაუცველისთვის, 100 ათასამდემდე შშმ პირისა და დევნილებისთვის.
​იმისათვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გავაგონოთ გიორგი გახარიას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ინტერპელაციის წესით, მას იბარებს პარლამენტში; პრემიერს კონსტიტუცია ავალდებულებს, მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერმინისტრს, პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული წესის თანახმად, 29 მაისს ელის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები