სოფელ მუხურში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი-2“-ის მშნებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს დღეს ადგილზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე, გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების 20% უკვე შესრულებულია. მოწყობილია საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამჟამად, მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება, უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება.
სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული და პროექტს კომპანია ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.
ჰიდროელექტროსადგური 41 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 100 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე, შრომის უსაფრთხოების პირობები.