შიდა ქართლში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორაში გაგზავნილი 14 ნიმუშიდან “კოვიდ 19” არცერთ პირს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახემწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 14 სანიმუშე მასალიდან მხოლოდ 1 უკავშირდებოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე ინფიცირებულ მედდას, დანარჩენილი 13 კი ე.წ. ცხელების ცენტრებიდან იყო გაგაზავნილი.
„სამოქალაქო სექტორიდან აღებული იქნა 14 ნიმუში, ყველა ნიმუშზე არის უარყოფითი პასუხი. გარდა ამისა,  მედპერსონალის ნიმუშებიც იქნა გაგზავნილი რეგიონიდან, ასევე ყველაზე არის უარყოფითი პასუხი.
რაც შეეხება ბოლო შემთხვევებს, რომლებიც იყო გორის მუნიციპალიტეტში – ამ შემთხვევების ირგვლივ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები გააგრძელებენ მუშაობასა და მონიტორინგს თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, შიდა ქართლის რეგიონში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 1 – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში და 6 – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგისსა და ფლავში. ეს უკანასნელი გორის სამხედროს ჰოსპიტალში მომუშავე ინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებია. 6 დაინფიცირებულ პირს შორის ორი არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები