„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – სენაკში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, – სენაკში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია გაეცნო.

მისი განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლს 50-მდე პირი გაიღებს.

ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

პროექტს კორპორაცია “ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული მედიკოსები ასევე უანგაროდ იღებენ მონაწილეობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები