საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალოვანსა და კორბოულში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ივანაშვილი სოფლებში – ჭალოვანსა და კორბოულში იმყოფებოდნენ, სადაც 2 მაისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში უხვი ნალექის შედეგად ჩამოშლილი ქანებისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. სტიქიის შედეგებს საგანგებო შტაბი აღრიცხავს, რის შედეგადაც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიგეგმება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 მაისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები, მოხდა მიწის ჩამოშლა, დაზიანდა ხიდები, ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, საავტომობილო და საუბნო გზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები