ზვიად შალამბერიძე: იმერეთში, ეპიდემიის მხრივ, სტაბილური სიტუაციაა
“იმერეთში, ეპიდსიტუაციის მხრივ, სტაბილური სიტუაცია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ქუთაისის ერთ-ერთ ბლოკპოსტზე განუცხადა. მისივე თქმით, ქალაქში შესვლა დღეიდან მოქალაქეებს სპეციალური საშვების გარეშე შეეძლებათ, თუმცა ბლოკპოსტები ისევ რჩება და ყველა მოქალაქე ქალაქში შემოსვლისას თერმოსკრინინგს გაივლის.
“ქუთაისში თავისუფალია შემოსვლა. ყველა მოქალაქეს შეუძლია, შემოვიდეს და დატოვოს ქალაქი. ბლოკპოსტები რჩება და ვაგრძელებთ თეტმოსკრინინგს. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა კომპანიას შეუძლია, განაახლოს. ყველა მათგანს მივცემთ საშუალებას, იმუშაოს იმ პირობით, რომ დაიცვას რეკომენდაციები. ბლოკპოსტები კი დარჩება მანამ, სანამ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეპიდსიტუაცია სტაბილური გვაქვს იმერეთში, შეიძლება ითქვას. მეოთხე დღეა, არანაირი მატება გვაქვს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქუთაისში შესვლისა და ქალაქის დატოვების შესაძლებლობა ყველა მოქალაქეს საშვის გარეშე შეეძლება.