ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

“ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დადებითი დინამიკა გვაქვს”, – ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამსახურდია ამ ეტაპზე თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დადებითი დინამიკა გვაქვს. ორი-სამი დღეა დავაწყებინეთ ჭამა, აქამდე მხოლოდ ხელოვნურად იკვებებოდა. ეს არის დიდი პროგრესი. კიდურებსაც აქტიურად ამოძრავებს. ახლა მკურნალობს თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. რეაბილიტაციისთვის ევროპაში გვინდოდა გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა, კორონავირუსის გამო. თუმცა სხვა კლინიკაში გადავედით, ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე კლინიკასთან”,- განაცხადა ჯაბაურმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები