რუსეთში ექიმები სამსახურში გასვლაზე უარს ამბობენ – მედპერსონალი პანდემიის პირობებში თავს დაცულად არ გრძნობს

რუსეთში, კალინინგრადის ოლქში მედპერსონალთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა.

როგორც ოლქის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კრავჩენკომ განაცხადა, ექიმები და მედდები სამსახურში გასვლაზე უარს აცხადებენ და საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან, დანარჩენები კი პაციენტებს ვეღარ აუდიან.

“ასამდე ექიმმა და 250 საშუალო რგოლის მედპერსონალმა სამსახურში გასვლაზე უარი თქვა. ისინი ამ პერიოდში მუშაობაზე უარს ამბობენ”, – აღნიშნა კრავჩენკომ და დასძინა, რომ მათ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, რადგან ბევრ მათგანს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

მისივე თქმით, ადგილზე დარჩენილი მედიკოსები მორიგეობით იმუშავებენ, რომ ძალის აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ კალინინგრადის ოლქში 65 წლის მედდა გარდაიცვალა, რომელიც კოლეგებთან სოლიდარობის გამო აგრძელებდა მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები