კახაბერ საბანაძე: ვმუშაობ საკმაოდ აქტიურად და ზედმიწევნით ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვემსახურები ქვეყანასა და საზოგადოებას

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა მის წინააღმდეგ გავრცელებულ განცხადებებზე და აღნიშნულს “დეზინფორმაციული” უწოდა. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და ე.წ. პირბადეების საქმეს გულისხმობდა.

„ადგილზე ვარ და ვმუშაობ საკმაოდ აქტიურად, ზედმიწევნით ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვემსახურები ქვეყანასა და საზოგადოებას. რაც შეეხება “პირბადეების” თემას – ეს არის სიცრუე, რაღაც ახალი ფენომენი, რომელიც არანაირად  ჯდება ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის პრინციპებში. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. როგორც უყურებთ, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ეფექტურად, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ჟურნალისტიკურ ეთიკასთან ამ ინფორმაციასა და ამ მოქმედებას არაფერი  აკავშირებს და, შესაბამისად, ამით ყველაფერი ნათქვამია და ეს არის ცილისწამება. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებს ხშირად აქვს ხოლმე ადგილი. ყველაზე სათითაოდ რეაგირებას ვერ მოახდენ, მაგრამ მადლობა, რომ მომეცით საშუალება, გითხრათ, რომ ეს არის სრული აბსურდი და მეტ კომენტარს ამაზე უკვე აღარ გავაკეთებ, არ ღირს ამაზე, ელემენტარულად, კიდევ დროის დაკარგვა. ეს არის სიცრუე“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები