აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1984-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 1984 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ასევე, გასულ 24 საათში ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა, ჯამურად, 26 გარდაცვლილია.

ვირუსის დამარცხება სულ 1480-მა პირმა შეძლო.

განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში საავადმყოფოებში 478 ადამიანი რჩება, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, 29-ისა კი –  საშუალო სიმძიმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები