უკრაინაში საკარანტინე ზომები 22 მაისამდე გახანგრძლივდა, თუმცა 11 მაისიდან შემზღუდავი ზომების შესუსტება დაიწყება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საკარანტინე ზომები 22 მაისამდე გახანგრძლივდა, თუმცა 11 მაისიდან შემზღუდავი ზომების შესუსტება დაიწყება.

კერძოდ, მომდევნო კვირიდან ქვეყანაში გაიხსნება სილამაზის სალონები, საპარიკმახეროები, პარკები, სკვერები, დასვენების ზონები, საზაფხულო კაფეები და რესტორნები.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, კარანტინიდან გასვლა მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

უკრაინაში შემზღუდავი ზომები 12 მარტიდან მოქმედებს.

4 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 12 331 შემთხვევაა, ვირუსს 303 პირი ემსხვერპლა, თუმცა 1619 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები