სეტყვა, წვიმა და ქარი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ხასიათის ქარი.
„6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვისა და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.
ზღვაზე შეიქმნება 3-4-ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები