The Daily Telegraph: დასავლეთის სპეცსამსახურები ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის განადგურებაში ადანაშაულებენ

“ჩინ​ეთის ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ანადგურებდა და მალავდა”, – ამის შესახებ გამოცემა The Daily Telegraph-ი მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, რომელიც სადაზვერვო ალიანსის “ხუთი თვალის” მიერ არის მომზადებული და რომელშიც შედის აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთის ხელისუფლება ექიმებს ვირუსის შესახებ საუბარს უკრძალავდა, ლაბორატორიებში ვირუსთან დაკავშირებული ცდების შედეგებს ანადგურებდა, ასევე, უცხოელ სპეციალისტებს ბიომასალების მიწოდებაზე უარს ეუბნებოდა.

ასევე, ხუთი ქვეყნის სპეცსამსახურები თანხმდებიან, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე 2019 დეკემბრის დასაწყისში ფლობდა ინფორმაციას, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის, თუმცა აღნიშნული ფაქტი მხოლოდ 20 იანვარს აღიარა.

მოხსენების თანახმად, 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა გასცა ბრძანება, რომ კორონავირუსის ნიმუშები იყოს განადგურებული, ასევე, ინფექციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მკაცრად აიკრძალა.

მასალაში  საუბარია იმაზე, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, “კოვიდ-19”-ის მსგავსი ვირუსის ნიმუში, ჯერ კიდევ 2013 წელს იუნანის პროვინციის გამოქვაბულში გამოავლინა.

ამის შემდეგ, ვირუსოლოგები კვლევებს ატარებდნენ იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა, ვირუსი ღამურებიდან ძუძუმწოვრებზე გადასულიყო.

თუმცა, 2015 წელს მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ “კოვიდ-19”-ის მსგავსი ვირუსი ღამურებიდან პირდაპირ ადამიანებზე გადადის და ის მკურნალობას არ ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები