იტალიაში კარანტინის შესუსტების მეორე ფაზა დაიწყო – მოსახლოებას რეგიონის ფარგლებში გადაადგილება და ნათესავების მონახულების უფლება მისცეს

იტალიაში დღეიდან საკარანტინო ზომების შესუსტების მეორე ფაზა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მუშაობის განახლების უფლება მისცეს სამშენებლო კომპანიებს, ასევე, რიგ საბითუმო მოვაჭრეს, ორ კვირაში კი საცალო ვაჭრობის განახლება იგეგმება.

ამასთანავე, მუშაობის განახლება ნებადართულია იმ პირობით, რომ ყველა კომპანია სამუშაო ადგილებში უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფას შეძლებს.

გარდა ამისა, დღეიდან მოსახლეობას რეგიონების ფარგლებში გადაადგილება და ნათესავების მონახულება შეეძლებათ, თუმცა მასობრივი ნათესავური შეკრებები აკრძალულია.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ ნათესავებთან შეხვედრები დისტანციის დაცვითა და ნიღბის გამოყენებით არის დასაშვები.

დღეიდან შესაძლებელი სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა, თუმცა მასში 15-ზე მეტი ადამიანის დასწრება აკრძალულია.

4 მაისიდან, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა პარკები და სკვერები.

ბარებისა და რესტორნების გახსნა ივნისიდან იგეგმება ისევე, როგორც 1-ელი ივნისიდან ამუშავდება საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები