დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ს უკვე წლის ბოლოს ექნება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ახალი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში წლის ბოლოსთვის იქნება.
“ვფიქრობ, რომ ვაქცინა წლის ბოლომდე მივიღებთ. ექიმები მეტყოდნენ – ამას არ უნდა ამბობდეთ, მაგრამ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ. ვფიქრობ, ვაქცინა მივიღებთ ადრე, ვიდრე – გვიან”, – განაცხადა ტრამპმა, იტყობინება, Reuters-ი.
ტრამპმა, ასევე, თქვა, რომ სურს, სტუდენტები შემოდგომას სკოლებსა და კოლეჯებს დაუბრუნდნენ მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება, “ცოცხალი” იყოს.
ჯანდაცვის სფეროს ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვაქცინა მსოფლიოს 12 – 18 თვის პერიოდში ექნება.
აშშ-ში კორონავირუსი 1 158 041 ადამიანს აქვს დადასტურებული, 67 682 ლეტალური შემთხვევაა, ვირუსის დამარცხება 180 152 პირმა შეძლო.