ვენესუელაში პატიმრების მასობრივი გაქცევის მცდელობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

ვენესუელაში, პორტუგასის შტატში პატიმრების მასობრივი გაქცევის მცდელობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, 75 კი დაშავდა.
როგორც ადგილობრივ მედიას პენიტენციალური დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან დაშავებულთა დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
პატიმრებმა ციხის პერიმეტის გარღვევა სცადეს, ასევე, ეროვნული გვარდიის თანამშრომლების მისამართით ყუმბარა ისროლეს.
გაქცევის მცდელობა, სავარაუდოდ, ციხის გადატვირთვას უკავშირდება. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემით, საპატიმრო 750 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა მასში 2,5 -ზე მეტი პირი იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები