აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1854-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 1854 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ასევე, ქვეყანაში ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამურად, ვირუსს 25 პაციენტი ემსხვერპლა.

გასულ 24 საათში რესპუბლიკაში COVID-19-ის დამარცხება 40 პირმა შეძლო, სულ 1365 გამოჯანმრთელებულია.

აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 146 ათასი ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები