რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა  სასურსათო მაღაზიები მოინახულა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო პროდუქტების უწყვეტი მომარაგება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურში სუპერმარკეტის ხელმძღვანელ კახა ფარჯანაძეს შეხვდა და სასურსათო მარაგებს ადგილზე გაეცნო.

როგორც სუპერმარკეტის მეპატრონემ აღნიშნა, რიგების კონტროლი და დისტანციის დაცვა მოხალისეების მიერ ხდება.

“საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სურსათის მომარაგების კუთხით, ჩვენს რეგიონში პრობლემები არ არსებობს. მოსახლეობას მუდმივად აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს სასურველი პროდუქცია”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები