მოლდოვაში კორონავირუსით მედიცინის 988 მუშაკია ინფიცირებული, არიან გარდაცვლილებიც

მოლდოვაში კორონავირუსით მედიცინის 988 მუშაკია ინფიცირებული, ხუთი გარდაცვლილია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიორიკა დემბრევიანამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი ინფიცირებულია კიშინიოვშია – მედიცინის 253 მუშაკი.

მინისტრის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან მედდები – 414; მეორე ადგილზეა დამხმარე პერსონალი – 316; მესამეზე ექიმები – 243. გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსით 15 ფარმაცევტია ინფიცირებული.

1-ლი მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში 3 897 ინფიცირებულია, 119 გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები