სანკტ პეტერბურგში კორონავირუსით სამედიცინო დაწესებულების სასწრაფო დახმარების 100-ზე მეტი თანამშრომელია ინფიცირებული

სანკტ პეტერბურგში ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასწრაფო დახმარების 111 თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

ამის შესახებ სანკტ პეტერბურგის ჯანდაცვის საქალაქო კომიტეტში განაცხადეს.

სამედიცინო დაწესებულება მუშაობას განაგრძობს, თუმცა, პერსონალის სიმცირის გამო, ნაკლებ პაციენტებს ღებულობს, ავადმყოფებს სხვა კლინიკებში ამისამართებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უამრავ საავადმყოფოში ფიქსირდება მედპერსონალის ინფიცირების ფაქტები.

მაგალითად, 30 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მოსკოვში “კომუნარკას” საავადმყოფოს 26 ექიმს დაუდასტურდა COVID-19.

რუსეთის მასშტაბით 70%-ზე მეტმა მედპერსონალმა განაცხადა, რომ პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტს განიცდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები