სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2148-მდე გაიზარდა
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 2148 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 33-მდეა გაზრდილი.
ამასთან, ვირუსის დამარცხება 977 პირმა შეძლო.
სულ 22 177 ტესტია ჩატარებული.