კორონავირუსის დამარცხება მილიონზე მეტმა ადამიანმა შეძლო – მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 257 660-ს შეადგენს, გარდაცვლილია 233 416 ათასი პაციენტი.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 1 069 826 ადამიანს აქვს დადასტურებული, ესპანეთში – 213 435; იტალიაში – 205 463; ბრიტანეთში – 172 481; საფრანგეთში – 167 299; გერმანიაში – 163 009; თურქეთში – 120 204; რუსეთში –106 498; ირანში – 94 640; ბრაზილიაში – 87 187; ჩინეთში – 83 956; კანადაში – 54 457; ბელგიაში – 48 519; ნიდერლანდებში – 39 512; პერუში – 36 976; ინდოეთში – 35 043; შვეიცარიაში – 29 586; პორტუგალიაში – 25 045; ეკვადორში – 24 934; საუდის არაბეთში – 22 753; შვედეთში – 21 092; ირლანდიაში – 20 612; მექსიკაში – 19 224; პაკისტანში – 16 817; სინგაპურში – 16 169; ჩილეში -16 023; ისრაელში – 15 946; ავსტრიაში -15 452; იაპონიაში – 14 088; ბელარუსში – 14 027; ყატარში – 13 409; პოლონეთში – 12 877; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 12 481; რუმინეთში – 12 240; სამხრეთ კორეა – 10 774; უკრაინაში – 10 406; ინდონეზიაში – 10 118; დანიაში – 9 356; სერბეთში – 9 009.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით აშშ პირველ ადგილზეა, სადაც, თითქმის, 60 207 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული, იტალიაში – 27 976; ბრიტანეთში – 26 771; ესპანეთში – 24 543; საფრანგეთი – 24 376; ბელგიაში – 7 594; გერმანიაში – 6 623; ირანში – 6 028; ბრაზილიაში – 6 006; ნიდერლანდებში – 4 795; ჰუბეის პროვინციაში – 4 512; თურქეთში – 3 174; შვედეთში – 2 586; მექსიკაში –1 859; შვეიცარიაში – 1 737; ირლანდიაში – 1 232; ინდოეთში – 1 154; რუსეთში – 1 073; პერუში – 1 051; პორტუგალიაში – 989; ეკვადორში – 900; ინდონეზიაში – 792; რუმინეთში – 717; პოლონეთში – 644; ავსტრიაში – 584; ფილიპინებზე -568; დანიაში – 452; ალჟირში – 450; იაპონიაში – 430.

მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 1 014 809 – მა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები