ტიტე აროშიძე: ბაღის შემასხურებელი 520 აპარატი, თანადაფინანსების პრინციპით, აჭარელ ფერმერებს გადაეცემათ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქედის მერთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა” – ფარგლებში, ფერმერებისთვის ტექნიკის განაწილების პროცესს დაესწრო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის მემცენარეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებისა და აგრომეწარმეებისთვის თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 20%) მობილური შემასხურებელი აპარატების მიწოდება, ტექნიკის ერთეულის ღირებულება 966 ლარია, ფერმერებისა და აგრომეწარმეების გადასახდელი თანხა შეადგენს 193 ლარს.

სულ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2015-2020 წლებში გაცემულია ბაღის 4621 ცალი  შემასხურებელი აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები