ფოთში 99 მედიკოსი გამოიკვლიეს – კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე გამოსაკვლევად 99 მედიკოსის ანალიზი გაიგზავნა.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განცხადა, ლუგარიდან მიღებული ანალიზის პასუხები ყველა უარყოფითია.

“მედიკოსების კვლევა გეგმური ხასიათისაა და პრევენციული მიზნით განხორციელდა. გამოვიკვლიეთ ის ადამიანები, რომლებსაც საეჭვო პაციენტებთან აქვთ შეხება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების კვლევები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ნანა მხეიძემ.

ფოთის „ცხელების კლინიკიდან“ კიდევ სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა გამოსაკვლევად, პასუხები ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები