ტაჯიკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

ტაჯიკეთში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.
ოფიციალური მონაცემი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა.
როგორც უწყებაში მედიას განუცხადეს, 10 დაავადებული დუშანბეშია გამოვლენილი, ხოლო ხუთი – სოგდის ოლქში.
გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების ფაქტი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის რესპუბლიკურ შტაბშიც დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები